close
კატეგორიის გარეშე

მულტფილმს „ტომი და ჯერი“ 80 წელი შეუსრულდა

ლეგენდარულ მულტფილმს „ტომი და ჯერი“ 80 წელი შეუსრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მულტფილმის პირველი სერია 1940 წლის 10 თებერვალს გამოვიდა.

მულტფილმი კომპანია Metro-Goldwyn-Mayer-ის ანიმაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უილ ჰანამ და ჯო ბარბერამ შექმნეს და თავდაპირველად მას Puss Gets the Boot, კატას – ჯასპერი, თაგვს კი ჯინქსი ერქვა.

როდესაც ​1955 წელს მულტფილმის პროდიუსერმა ფრედ ქუიმბიმ სტუდია MGM-ი დატოვა, ანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ჰანას და ბარბერას დაავალეს. ფინანსური პრობლემების გამო 1957 წელს MGM-მა ანიმაციის დეპარტამენტი გააუქმა, ჰანამ და ბარბერამ კი თავიანთი კომპანია Hanna-Barbera დააფუძნეს.

1961 წელს MGM-მა მულტფილმის 13 ეპიზოდი ჩეხოსლოვაკურ სტუდია Rembrandt Films-ს შეუკვეთა და თითოეულ ეპიზოდში 10 ათასი დოლარი გადაიხადა. 1963-1967 წლებში მულტფილმის 34 ეპიზოდი კომპანია Sib Tower 12 Productions გამოუშვა. 1975 წლიდან „ტომისა და ჯერის“ საავტორო უფლებები უილ ჰანამ და ჯო ბარბერამ დაიბრუნეს, 1986 წელს კი კომპანია Hanna-Barbera კინოკომპანია Warner Bros.-ის შემადგენლობაში შევიდა.

საერთო ჯამში 80 წლის განმავლობაში „ტომი და ჯერის“ 164 ეპიზოდი გადაიღეს. მულტფილმმა საუკეთესო ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „ოსკარის“ 7 პრემია მოიგო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0