საბერძნეთის ექსპერტთა საბჭო კორონავირუსის ახალი შტამის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ეს არის მუტაცია M, რომელიც ქვეყანაში უკვე რამდენიმე ინფიცირებულთან დაფიქსირდა და კარგად შესწავლილი ჯერჯერობით არ არის – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
მართალია, საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრი გიგას მაიორკინი აცხადებს, რომ ამ დრომდე, ახალი შტამის დინამიურობა არ შეინიშნება, თუმცა, პროფესორთა ნაწილი ფიქრობს, რომ არ არის გამორიცხული, თავისი მასშტაბურობით დელტა შტამსაც კი გადაასწროს.
ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილი რომ არ იყოს, კატასტროფის წინაშე მარტივად დადგებოდნენ.
“ჩვენ M შტამის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, რადგან ახალია. მსოფლიო მეცნიერებას ჯერ კიდევ არ აქვს საკმარისი მონაცემები იმის გამოსავლენად, თუ რამდენად გადამდებია ეს შტამი ან ვაქცინა რამდენად ერევა. თუმცა, ყველაფრისთვის მზად ვართ.
ის, რომ საბერძნეთის მოქალაქეთა 50 პროცენტი უკვე აცრილია, იმუნიტეტის გარკვეული კედელი აშენებულია და ამან ბევრი ადამიანი ინტუბაციისა და სიკვდილისგან ნამდვილად იხსნა.
ვაქცინირებულები რომ არ ვიყოთ, სულ სხვაგვარი სურათის წინაშე დავდგებოდით და ეს იქნებოდა ძალიან მძიმე. ამ დროისთვის მართვითი სუნთქვის აპარატზე მყოფი ადამიანების 90 პროცენტი აუცრელია,” – თქვა პროფესორმა, თეოდორა ფსაპტოპულუმ.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”