მფრინავმა მანქანამ, Aircar-მა პირველი სატესტო ფრენა წარმატებით შეასრულა. ჰიბრიდულმა ავტომობილმა 35-წუთიანი ფრენა განახორციელა ნიტრადან ბრატისლავის აეროპორტის მიმართულებით, 170კმ/სთ სიჩქარით.
მფრინავი მანქანის შემქმნელი, პროფესორი სტეფან კლეინი აცხადებს, რომ Aircar-ს შეუძლია გაიფრინოს 1000 კილომეტრი 2500 მეტრის სიმაღლეზე. მანქანა იტევს 2 ადამიანს და გააჩნია წონის ლიმიტი, ჯამურად, 200 კილოგრამის გადატანა შეუძლია.
ჩვეულებრივი მანქანის მფრინავ მანქანად გადასაკეთებლად 2 წუთი და 15 წამია საჭირო. ის ტაქსი დრონებისგან განსხვავებით, რომელთაც ვერტიკალურად აფრენა და დაჯდომა შეუძლიათ, ასაფრენი ბილიკს საჭიროებს.
მფრინავი მანქანის უკან დგას კომპანია Klein Vision. მათივე განცხადებით, კომპანიას ორი წელი დასჭირდა პროტოტიპის შესაქმნელად და ინვესტიცია ორ მილიონ ევროზე ნაკლები იყო. Klein Vision– ის მრჩეველმა და ინვესტორმა განაცხადა, რომ მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში შეკვეთების მსურველთა რაოდენობამ დაახლოებით 40 000-ს მიაღწია და თუკი მხოლოდ 5%-ის დაკმაყოფილებას შეძლებენ, მაშინ მათ ძალიან დიდი ბაზარი ექნებათ.
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“