close
კვლევები

მშობიარობა ქალის უჯრედებს 11 წლით აბერებს

მშობიარობა ქალის გონებასა და სხეულში მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს, მაგრამ დედობის სამუდამო შედეგები შეიძლება ბევრად უფრო დიდი იყოს, ვიდრე წარმოგვიდგენია.

აშშ-ში დაახლოებით 2 000 რეპროდუქციული ასაკის ქალბატონის დნმ-ის ანალიზი ჩაატარეს, შედეგმა იმ ქალებში, რომელსაც შვილი გაჩენილი ჰყავდათ, გენეტიკური მარკერები შეცვლილი იყო, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მათ უჯრედების მნიშვნელოვნად დაჩქარებული  დაბერება განიცადეს.  

„ეს დაახლოებით 11 წლით სწრაფად დაბერების ეკვივალენტია,“ – განაცხადა ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგმა ანა პოლაკმა.

პოლაკმა და მისმა გუნდმა ეროვნული ჯანმრთელობისა და კვების ექსპერტიზის კვლევის 1999-2002 წლების მონაცემები გააანალიზა. გენეტიკური მარკერების, ტელომერების, გაზომვის შედეგად უჩვეულო ფაქტი გამოავლინეს.

ტელომერები  ქრომოსომების დამაბოლოვებელი უბნებია. ისინი ჩვენს უჯრედებში გენეტიკურ ინფორმაციას იცავს. ჩვენ ვბერდებით და ვკვდებით იმიტომ, რომ ეს „ხუფები“ მცირდებიან სიგრძეში ყოველთვის, როდესაც ხდება უჯრედების გაყოფა. ხოლო როდესაც მათი სიგრძე ახლოს არის იმასთან, რომ „დამთავრდეს“, უჯრედები წყვეტენ გაყოფას და ადამიანი კვდება. მოკლე ტელომერები დაკავშირებულია ისეთ შედეგებთან, როგორიცაა კიბო, გულის დაავადების და  შემეცნებით დაქვეითება.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ იმ ქალებს, რომლებმაც თუნდაც ერთხელ იმშობიარეს, საშუალოდ 4.2 პროცენტით მოკლე ტელომერი აქვთ მათთან შედარებით, ვისაც ბავშვები არასდროს ჰყოლიათ.  

რაც შეეხება იმას, თუ რა იწვევს ტელომერების ზომის შემცირებას, მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ის სტრესია, რასაც ბავშვის მოვლა იწვევს.

,,ჩვენ არ მოგიწოდებთ, რომ არ გყავდეთ შვილები,“ – აცხადებს ეპიდემიოლოგი პოლაკი და დასძენს, რომ აუცილებელია საკითხის გულდასმით შესწავლა და იმ მიზეზების აღმოჩენა, რაც ნამშობიარებ ქალებში უჯრედების სწრაფ დაბერებას იწვევს.

წყარო: sciencealert.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0