ნეიროქსელ ExoMiner-ის საშუალებით NASA-მ 301 ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა. ციური სხეულები ტელესკოპმა „კეპლერმა“ აღმოაჩნია, თუმცა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გარეშე მეცნიერები პლანეტების სტატუსს ვერ დაამტკიცებდნენ.
სულ 1990-იანი წლების შემდეგ მზის სისტემის ფარგლებს გარეთ 4870 პლანეტა აღმოაჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, ახალი ეგზოპლანეტები განსხვავდებიან დედამიწისგან, ვინაიდან ისინი საკუთარი ვარსკვლავების დასახლებულობის ზონის მიღმა მდებარეობენ.
ExoMiner-ი მეცნიერებს ეგზოპლანეტის სხვა ობიექტებისგან გარჩევაში ეხმარება. ნეიროქსელი NASA-ს სუპერკომპიუტერის Pleiades-ის ბაზაზე მუშაობს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”
გაზიარება: