close
გამოგონება - ინოვაციარობოტექნიკატექნოლოგიები

ნიუ-იორკის პოლიცია კრიმინალთან საბრძოლველად რობოტ ძაღლებს გამოიყენებს

სისხლის სამართლის დანაშაულთან ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქის, ნიუ-იორკის პოლიცია (NYPD) რობოტ ძაღლებს გამოიყენებს, – ამის შესახებ ქალაქის მერმა, ერიკ ადამსმა განაცხადა. მისი თქმით, ნიუ-იორკის პოლიცია “ციფრულ ძაღლებს” დამნაშავეების მიერ მოქალაქეების მძევლად აყვანის შემთხვევებში და დაზვერვისთვის გამოიყენებს. ამასთან, ნიუ-იორკის პოლიცია K5-ის ტიპის რობოტის გამოყენებასაც გეგმავს.

რობოტების პროგრამა NYPD-მ ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო, მაგრამ მალევე გააუქმა, რადგან ეს ნაბიჯი გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა პოლიციის მილიტარიზაციად ჩათვალეს. კრიტიკა ერიკ ადამსის ბოლოდროინდელ განცხადებასაც მოყვა, რომელსაც თავად ნიუ-იორკის მერიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნეში, პოლიციაში რობოტების გამოყენება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც, თავის დროზე, თითების ანაბეჭდების აღების ტექნოლოგია იყო.

„თუ პროგრესი და ქალაქებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ტექნოლოგიის გამოყენება არ გვინდა, ბოროტმოქმედებს ვერ ავუვალთ”, – განაცხადა ნიუ-იორკის მერმა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0