სტოკჰოლმში ნობელის პრემიის კვირეული დაიწყო. ტრადიციულად, პირველი გამარჯვებული ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში გამოვლინდა.
2024 წელს ჯილდო ვიქტორ ემბროსმა და გერი რავკუნმა მიიღეს „მიკრო რნმ-ის აღმოჩენისა და გენების ექსპრესიის პოსტ-ტრასნკრიფციულ რეგულაციაში მათი როლის შესწავლისთვის“.
8 ოქტომბერს გამოვლინდება გამარჯვებული ფიზიკის დარგში, 9 ოქტომბერს ქიმიის, 10 ოქტომბერს ლიტერატურის. 11 ოქტომბერს კი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი დასახელდება. 14 ოქტომბერს გახდება ცნობილი ვინ მიიღებს ალფრედ ნობელის სახელობის პრემიას ეკონომიკის დარგში.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”
გაზიარება: