close
კვლევები

ნობელის პრემიის ლაურეატი: “COVID-19 ბიოლოგებმა შექმნეს, მასში შიდსის ნაწილაკების დამატებით”

ფრანგი ვირუსოლოგი ლუკ მონტანიე, რომელსაც 2008 წელს ნობელის პრემია აივ-ის აღმოჩენისთვის მიენიჭა, აცხადებს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსს COVID-19-ის ბუნებრივი წარმომავლობა არ აქვს და ის ლაბორატორიაში შეიქმნა.

პროფესორის თქმით, მას არ სჯერა, რომ ვირუსი ვუჰანის ბაზარში დაბინძურების შედეგად გაჩნდა.

ეს მშვენიერი ლეგენდაა, თუმცა შეუძლებელი. ვირუსი ვუჰანის ლაბორატორიიდან მოდის“, – ამბობს მონტანიე.

მისი თქმით, ვუჰანის ლაბორატორია კორონავირუსებზე 2000 წლებიდან სპეციალიზირდება და მას ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს.

ნობელის ლაურეატის აცხადებს, რომ ყველა ფაქტი თავის მათემატიკოს კოლეგასთან, ჟან-კლოდ პერეზთან ერთად გააანალიზა.

ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ამ ვირუსმა მანიპულაცია განიცადა. ეს მოლეკულარული ბიოლოგების ნამუშევარია“, – განაცხადა მონტანიემ ტელეარხ CNEws-თან ინტერვიუში.

ნობელის პრემიის ლაურეატი ამბობს, რომ COVID-19-ში აივ-ის ნაწილაკები იყო დამატებული.

რა მიზნით? ბუნდოვანია. ჩემი საქმე ფაქტების წარდგენაა და მე არავის ვადანაშაულებ. არ ვიცი, ვინ გააკეთა ეს და რატომ. შესაძლოა, მათ შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა სურდათ“, – აცხადებს მონტანიე.

ნობელის პრემიის ლაურეატი აღნიშნავს, რომ მანამდე ანალოგიურ დასკვნამდე ინდოელი მეცნიერების ჯგუფი მივიდა, თუმცა მათ შემდგომ კვლევებზე უარი თქვეს.

ინდოელი ბიომათემატიკოსების ეს კვლევა ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდა, თუმცა მალევე ანულირებულ იყო. ლილეს ფარმაცევტიკული ფაკულტეტის პროფესორის და ვირუსოლოგის, ენ გოფარდის თქმით, ჩატარდა გენომის კომპიუტერული კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ აივ-ის თანმიმდევრობას ადგილი არ ჰქონია.

ლუკ მონტანიე ფრანგი ვირუსოლოგი, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი და ნობელის პრემიის ლაურეატია. პრემია მან მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში 2008 წელს მიიღო და ის ჰარალდ ცურ ჰაუზენთან და ფრანსუაზ ბარე-სინუსისთან გაიყო. ბარე-სინუსისთან ერთად მონტანიემ 1983 წელს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი აღმოაჩინა.

მანამდე, Fox News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირველი პაციენტი, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა, ბაზრის თანამშრომელი კი არ იყო, როგორც ამის შესახებ ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, არამედ ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში მუშაობდა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0