კორონავირუსის ვაქცინის შემქმნელი პროფესორის, ფარმაცევტული კომპანია BioNTech-ის დამფუძნებლის უღურ შაჰინის ვარაუდით, მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას 2021 წლის ზამთრისთვის უნდა დაუბრუნდეს. ამის შესახებ შაჰინმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
შეგახსენებთ, ამერიკულმა Pfizer-მა და გერმანულმა კომპანია BioNTech-მა გასულ კვირაში COVID-19-ის ეფექტური ვაქცინის შექმნის შესახებ განცხადებები გააკეთეს.
როგორც შაჰინმა ინტერვიუში განაცხადა, ახალი ვაქცინა 90%-ით თუ არა, 50%-ით მაინც შეამცირებს ვირუსის გავრცელებას, თუმცა პირველად განცხადებაში Pfizer-მა განაცხადა, რომ ვაქცინის ეფექტურობა 90%-ს შეადგენს.
“დარწმუნებული ვარ, ამ ეფექტური ვაქცინით ადამიანებს შორის ვირუსის გადაცემის მაჩვენებელი შემცირდება. შესაძლოა, არა 90 პროცენტით, მაგრამ – 50 პროცენტით მაინც, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ესეც შეუწყობს ხელს პანდემიის გავრცელების შემცირებას“, – განაცხადა პროფესორმა.
„ზაფხული დაგვეხმარება, რადგან ინფექციის მაჩვენებელი დაიკლებს და რაც აუცილებელია, ამ პერიოდის განმავლობაში უნდა გვქონდეს მასობრივი ვაქცინაცია, მომავალი წლის შემოდგომა-ზამთრამდე“, – აცხადებს შაჰინი.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”