„ომიკრონი“ ისტორიაში ყველა ვირუსზე უფრო სწრაფად ვრცელდება. ძალიან მალე ის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იქნება. უცნობია, რამდენად რთულად მიმდინარეობს ეს ვირუსი, და ვიდრე ეს გვეცოდინება, „ომიკრონს“ სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ, – ამის შესახებ კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი წერს.
„როდესაც ყველას გვეგონა, რომ ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა, ჩვენ, შესაძლოა, ახლა პანდემიის ყველაზე რთულ ფაზაში შევდივართ. „ომიკრონი“ თითოეული ჩვენგანის სახლში შევა. ჩემს ახლო მეგობრებს დაუდგინდათ კორონავირუსის ეს შტამი და მე ჩემი შვებულების გეგმების უმეტესობაც გავაუქმე. „ომიკრონი“ ისტორიაში ყველა ვირუსზე უფრო სწრაფად ვრცელდება. ძალიან მალე ის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იქნება. უცნობია, რამდენად რთულად მიმდინარეობს ეს ვირუსი, და ვიდრე ეს გვეცოდინება, „ომიკრონს“ სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უნდა ვატაროთ პირბადე, თავი შევიკავოთ ხალხმრავალი შეკრებებისგან და ავიცრათ. „ბუსტერ დოზით“ აცრა საუკეთესო დაცვაა. კარგი სიახლეა ის, რომ „ომიკრონი“ ისე სწრაფად ვრცელდება, რომ როგორც კი ის დომინანტური ხდება, ინფიცირების ტალღა 3 თვეზე ნაკლები გრძელდება. მჯერა, რომ თუ სწორ ზომებს მივიღებთ, პანდემია 2022 წელს დასრულდება“, – წერს ბილ გეიტსი Twitter-ზე.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”