close
ემიგრანტისაქართველო

ოქროს ღილაკით გადავედი – ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული “ნიჭიერის” ფინალშია

მომ­ღე­რა­ლი ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვი­ლი, რომელიც პირველად უკრაინული საბავშვო „ვოისში“ გამარჯვების შემდეგ გავიცანით, ამჯერად ამე­რი­კუ­ლი “ნი­ჭი­ე­რის” ფი­ნა­ლის­ტია.

ინ­ფორ­მა­ცია მომ­ღერ­ლის “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე ვრცელ­დე­ბა.

ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული შტატის (კონექტიკუტის) „ნიჭიერის“ ფინალში ოქროს ღილაკით გადავიდა.

„მე­გობ­რე­ბო, ოქ­როს ღი­ლა­კით პირ­და­პირ ფი­ნალ­ში გა­და­ვე­დი“. – წერს ალექ­სან­დრე ზაზარაშვილი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ამე­რი­კუ­ლი “ნი­ჭი­ე­რის” ფი­ნა­ლუ­რი ტური 18 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა.

ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვი­ლი არა­ერ­თი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნუ­ლი  საბავშვო „ვო­ი­სის“. აღ­ნიშ­ნულ კონ­კურ­სში მან 2019 წელს გაიმარჯვა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0