“პანდემია აჩქარდა! აჩქარებასთან ერთად გაახალგაზრდავდა. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ქვეყნების დაბალ, საშუალო და მაღალი რისკის ზონებად არასწორად დაყოფამ მიგვიყვანა დღევანდელ დღემდე. ახლა უკვე საქართველოშიც ვიმყოფებით მასობრივი გავრცელების ზღვარზე. არ არსებობს ვაქცინა, რომელსაც შეუძლია ჯაჭვის გაწყვეტა და მედიკამენტი, რომლითაც შეიძლება ვუმკურნალოთ. ერთადერთი საშუალება ეს არის ჩემი, თქვენი და თქვენი შვილების მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა : სოციალური დისტანცირება, უკიდურესი აუცილებლობის გარდა #დარჩითსახლში! თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა დავიცვათ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებიც, რომელთაც ეპიდემიის მასობრივი გავრცელების პირობებში 24 საათის განმავლობაში მოუწევთ თქვენი და თქვენი შვილების სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა. გთხოვთ, დარჩით სახლში” – წერს თემურ მიქელაძე.
წყარო : mshoblebi.ge
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“