ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის კონტროლი შესაძლებელია. ტედროს ადანომ გებრეიესუსი ამბობს, რომ უკვე მესამე კვირაა, რაც მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები იკლებს.
„მესამე კვირაა, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს. ჯერ კიდევ ბევრი ქვეყანაა, სადაც შემთხვევები იზრდება, მაგრამ გლობალურად, ეს სასიხარულო ამბავია. ეს ამბობს, რომ ვირუსის კონტროლი შესაძლებელია, თუნდაც ახალი ვარიანტების გაჩენის შემთხვევაში“, – განაცხადა გებრეიესუსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ გლობალური მასშტაბით ახალი შემთხვევების კლება პანდემიის გამო მსოფლიოში მიღებული ზომების ეფექტიანობას აჩვენებს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”