The New York Times-ის ცნობით, 3DBio Therapeutics-ის მეცნიერთა ჯგუფმა პაციენტს წარმატებით გადაუნერგა 3D პრინტერით დაბეჭდილი ყური. თანაც, ყური უშუალოდ პაციენტის უჯრედებისგან იყო დამზადებული.
ექსპერტების აზრით, ეს პირველი შემთხვევაა ქსოვილების ინჟინერიის სფეროში, რომელიც რეგენერაციული მედიცინის ახალ ეპოქას მოასწავებს. „ეს ნამდვილად დიდი საქმეა, რადგან გვიჩვენებს, რომ ტექნოლოგია აღარ არის „თუ“, არამედ როდის“. ყველაფერი დროის საქმედ იქცა“, — აღნიშნავს მელონის ბიოსამედიცინო ინჟინერიის მკვლევარი, ადამ ფაინბერგი.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“
გაზიარება: