close
ეს საინტერესოა

პირველად ბოლო 60 წლის განმავლობაში, ჩინეთის მოსახლეობა შემცირდა

ჩინეთის მოსახლეობა 1961 წლიდან პირველად შემცირდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 2022 წელს ქვეყნის მოსახლეობამ 1 411 750 000 ადამიანი შეადგინა, რაც 2021 წლის მონაცემებთან შეედარებით 850 ათასით ნაკლებია. ამასთან, რეკორდულად დაეცა შობადობის ინდექსი – 6,77 მშობიარობა 1 000 ქალზე. ასევე, 2022 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულთა რიცხვზე მაღალი იყო – პირველად 1976 წლიდან ჩინეთში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – 7,37 გარდაცვალება ათას ადამიანზე (2021 წელს ეს მაჩვენებელ 7,18-ს შეადგენდა). მონაცემები სახელმწიფო სტატისტიკურმა სამმართველომ გამოაქვეყნა.

შობადობის ინდექსი ჩინეთში უკვე რამდენიმე წელია ეცემა, რასაც სპეციალისტები ქვეყანაში მოქმედ ერთი ბავშვის პოლიტიკას უკავშირებენ. მთავრობამ ის 2016 წელს გააუქმა და შობადობის წახალისების მიზნით სხვადასხვა ინიციატივებიც წარადგინა, თუმცა ამან შობადობის ზრდა არ გამოიწვია. ექსპერტების განმარტებით, ამის მიზეზი ის არის, რომ სახელმწიფო მშობლებისთვის ბავშვების აღზრდის ტვირთის შესამცირებლად ძალისხმევას არ იჩენს.

გაზიარება:
fb-share-icon0