close
ასტრონომია - კოსმოსი

პირველად, მთვარიდან ჩამოტანილ ნიადაგში მცენარე გაიზარდა

მეცნიერებმა მთვარიდან ჩამოტანილ ნიადაგზე მცენარის გაზრდა შეძლეს, რაც ნამდვილად დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია მთვარეზე ხანგრძლივად ყოფნისთვის. მეცნიერებმა გამოიყენეს 1969-1972 წლებში „აპოლოს“ მისიების დროს მთვარეზე შეგროვილი მტვრის მცირე ნიმუში. მკვლევართა გასაკვირად, თესლი გაღვივდა და ორი დღის შემდეგ მცენარე ამოიზარდა მიწიდან. აღნიშნული კვლევა უმნიშვნელოვანესია ნასას გრძელვადიანი მიზნებისთვის, რადგან მთვარეზე და მარსზე ნაპოვნი რესურსებით შეძლებენ ასტრონავტებისთვის საკვები წყაროს შექმნას. ეს კი წინაპირობა იქნება მთვარის ზედაპირზე ადამიანის ხანგრძლივად ყოფნისა.
მკვლევართათვის გამოწვევას წარმოადგენს ნიადაგის მცირე რაოდენობა. 1969 წლიდან ნასას ასტრონავტებმა მთვარის ზედაპირიდან 382 კგ ქანი, კენჭები, ქვიშა და მტვერი ჩამოიტანეს. ფლორიდის უნივერსიტეტის გუნდს ექსპერიმენტისთვის თითო მცენარეზე მხოლოდ 1 გრ ნიადაგი გადაეცა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ინახებოდა. ნასა კი 1972 წლის შემდეგ პირველად 2025 წელს გეგმავს მთვარეზე ადამიანის გაშვებას.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0