გუანჩჟოუს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფექციონისტებმა გაარკვიეს, რამდენ ხანს შეიძლება კორონავირუსის კვალი დარჩეს ყოველდღიურ ნივთებზე, რომლებსაც ინფიცირებულები იყენებდნენ. კვლევა ჟურნალ International Journal of Infectious Diseases-ში გამოქვეყნდა.
2020 წლის გაზაფხულზე მეცნიერები სასტუმროს იმ ნომრებს აკვირდებოდნენ, სადაც 39 ინფიცირებული პაციენტი იმყოფებოდა.
როგორც გაირკვა, ინფექცია შენობაში 28 დღემდე რჩება. სპეციალისტებმა 4 კვირის განმავლობაში ზედიზედ, ვირუსი აბაზანაში, პირსაბანზე აღმოაჩინეს, 2 კვირა შენარჩუნდა უნიტაზის ზედაპირზე. საშუალოდ ინფექციის კვალი სხვადასხვა საგნის ზედაპირზე 5 დღის განმავლობაში რჩებოდა.
ამასთან, ყველაზე ხშირად კორონავირუსის კვალს ჭიქების, ხელსაბანის, ტუალეტის, ტელეფონისა და საწოლთან მდებარე მაგიდის ზედაპირზე პოულობდნენ.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა