close
დედამიწა

რატომ ატარებენ ანტარქტიდის თავზე ღრუბლები იმაზე მეტ სინათლეს, ვიდრე სხვაგან?

ანტარქტიდის თავზე ღრუბლები განსხვავებულია, რაც მზის სხივების არეკვლის ხარისხს განსაზღვრავს. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვანია ზუსტი კლიმატის ცვლილების მოდელის შექმნისთვის.
ახალი კვლევის მიხედვით, ღრუბლებში არსებული მცირე ყინულოვანი ნაწილაკები ეჯახებიან წყლის ცივ წვეთებს, რაც ქმნის “მეორად ყინულის” ფორმაციებს და უფრო მეტ ნატეხებად იშლება. ყინულები მაღალი სიმკვრივისა და წონის გამო ზედაპირზე მალე ვარდება, ღრუბლებში კი წყლის რაოდენობა მცირდება. ეს პროცესი იწვევს ღრუბლების სიმკვრივისა და არეკლილი სინათლის რაოდენობის შემცირებას. შესაბამისად, იგი მეტ სითბოს ატარებს დედამიწის ზედაპირისკენ.
ამ ტიპის ღრუბლების პოტენციური ეფექტი კლიმატის ცვლილებაზე კარგად უნდა შეფასდეს. კვლევებში მისი გათვალისწინება მეტად ზუსტად დაგვანახებს, თუ როგორ იცვლება დედამიწის კლიმატი და რა გავლენა აქვს მას ეკოსისტემაზე.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0