close
კვლევები

რაც ვერ გააკეთა ევროპამ, შეძლო თურქეთმა – რატომ არ დაფიქსირებულა კორონავირუსი ჩვენს მეზობელ ქვეყანაში

მსოფლიო  კორონავირუსს უკვე მესამე თვეა ვერ ამარცხებს. ახალ ვირუსთან მედიცინა ჯერჯერობით უძლურია.

არსებული ინფორმაციით, დაავადების გავრცელების დინამიკამ  ჩინეთში იკლო, რასაც ვერ ვიტყვით მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე.

ევროპაში ტურისტებისთვის საყვარელი ქალაქები დაცარიელდა.

ყველაზე ნათლად კორონავირუსის კვალი იტალიას დაეტყო.

იტა­ლი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით ევ­რო­პის ქვეყ­ნებს შო­რის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა. ქვეყნის ხელისუფლებამ ლომ­ბარ­დი­ის რე­გი­ო­ნი­სა და კი­დევ 14 პრო­ვინ­ცი­ის ჩა­კეტვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტინ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 16 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბა. კა­რან­ტინ­შია ტუ­რის­ტე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი და აქამ­დე ყო­ველ­თვის ხალ­ხმრა­ვა­ლი ქა­ლა­ქე­ბი – მი­ლა­ნი და ვე­ნე­ცია.

ეს ფოტო მილანში კარანტინის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრეა გადაღებული

 

ეს ფოტო კი დიუმოს მოედანზე კარანტინის გამოცხადებიდან რამდენიმე საათშია გადაღებული

 

 

ჯერჯერობით კორონავირუსი არ დაფიქსირებულა ჩვენს მეზობელ თურქეთში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობა 80 მილიონს შეადგენს.

ექსპერტები საუბრობენ თუ რა გახდა ამის მიზეზი.

როგორც ამბობენ, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ საკმაოდ ოპერატიულად იმოქმედა. აეროპორტებში თერმული მონიტორები განათავსა და ირანთან და ერაყთან საზღვრებზე ააშენა ე.წ. საველე საავადმყოფოები. ამ ქვეყნებიდან შემოსული ადამიანები მაქსიმალურად კონტროლდებოდნენ.

ქვეყანამ უკვე ხუთ სახელმწიფოსთან  ირანთან, ჩინეთთან, იტალიასთან, სამხრეთ კორეასთან და ერაყთან ჩაკეტა საზღვრები.  თურქეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება ყველა ტურისტს,  რომელმაც ბოლო 14 დღის განმავლობაში  მოინახულა ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია.

თურქეთს მიმართა არაერთმა წამყვანმა სახელმწიფომ, მათ შორის იტალიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს სთხოვდნენ ტესტ აპარატებს, რომელსაც თურქეთი კორონავირუსის დასადგენად იყენებს.

ეს ტესტები 90-იდან 120 წუთამდე დროში ადგენს აქვს თუ არა ადამიანს კორონავირუსი.

მსოფლიოს ქვეყნები არაერთ რეკომენდაციას ელიან თურქეთისგან.

 

წყარო

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0