close
ეს საინტერესოა

რა არის გამოსახული დმიტრი მარკოვის ფოტოზე, რომელიც 2 მილიონ რუბლად გაიყიდა?

დიმიტრი მარკოვის სურათი, რომელიც ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში, გადაღებულია ტელეფონით, მოსკოვის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში.

ფოტოზე გამოსახულია პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პორტრეტი კედელზე და პორტრეტის ქვემოთ რუსი პოლიციის ოფიცერი. ფოტოსურათი ონლაინ აუქციონზე გაიყიდა 2 მილიონ რუბლად პირზე, სახელად ეკატერინა. ფოტოს ავტორის სურვილით, თანხა სრულად გადანაწილდება რუსეთის ორ უფლებადამცველ ორგანიზაციაზე და დაეხმარებიან ოპოზოციის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ ადამიანებს.

დმიტრი მარკოვმა ფოტოსურათი გადაიღო 2 თებერვალს, ალექსეი ნავალნის, რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, მხადამჭერ საპროტესტო აქციაზე. პოლიციამ მარკოვთან ერთად 1400 მომიტინგე დააკავა.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს, მოსკოვის აეროპორტში დააკავეს, როდესაც იგი გერმანიიდან ბრუნდებოდა, სადაც თვეების განმავლობაში მკურნალობდა მას შემდეგ, რაც მისი მოწამვლა სცადეს აგვისტოს თვეში, რისთვისაც ნავალნიმ კრემლი დაადანაშაულა. ნავალნის 3.5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რასაც რუსეთის მოსახლეობამ მასობრივი საპროტესტო აქციებით უპასუხა.

გარდა ამისა, ექიმი სერგეი მაქსიმიშინი, ომსკის საავადმყოფოდან, რომელიც მოწამლულ ნავალნის თავდაპირველად მკურნალობდა, მოულოდნელად გარდაიცვალა.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0