კომპანია „ფეისბუქი“ ე.წ. მეტავერსზე სამუშაოდ ევროკავშირში 10 000 ადამიანს
დაასაქმებს.
„მეტავერსი“ არის ონლაინ სამყარო, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თამაში, მუშაობა და
კომუნიკაცია ვირტუალურ გარემოში ვირტუალური რეალობისა (VR) და გაფართოებული
რეალობის (AR) ტექნოლოგიების საშუალებით.
„ფეისბუქის“ განცხადებით, „მეტავერსს“ აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ახალ
შემოქმედებით, სოციალურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე წვდომას.
კორონავირუსის პანდემიამ საოფისე შეხვედრების უმეტესობა ვირტუალურით
ჩაანაცვლა, რამაც გამოიწვია საკონფერენციო პროგრამების ზრდა, როგორიცაა Zoom, და
დიდი ტექნოლოგიური კომპანიები ცდილობენ ამ ცვლილების კაპიტალიზაციას.
ევროკავშირში ახალი სამუშაო ადგილები მომავალი ხუთი წლის განმავლობაში შეიქმნება
და მაღალკვალიფიცირებული ინჟინრები დასაქმდებიან.
„მეტავერსის“ შესაქმნელად „ფეისბუქმა“ 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო.
კომპანიაში აცხადებენ, რომ „მეტავერსის“ იდეის სრულად განხორციელებას 10-15 წელი
დასჭირდება.
წყარო : Reuters.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”