ინფექციონისტი რეზო მეჭურჭლიშვილი გრიპისა და კორონავირუსის განმასხვავებელ ნიშნებზე საუბრობს და ამბობს, რომ მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის ხველა.
მისი თქმით, ვირუსი შესაძლოა ერთ დღეში უცბად გართულდეს.
„მთავარი განმასხვავებელი ის არის, რო მას აქვს მშრალი ხველა და არა ე.წ. პროდუქტიული ხველა. კორონავირუსს აქვს მაღალი ტემპერატურა, რთულ შემთხვევებში სუნთქვის უკმარისობა და ძალიან იშვიათად შეიძლება ჰქონდეს დიარეაც კი. ახასიათებს ნელი დასაწყისი. 5-6 დღე შეიძლება ჰქონდეს ისეთი მდგომარეობა პაციენტს, რომ ის იყოს შრომისუნარიანი. შეიძლება ჰქონდეს ყელის წვა, ოდნავ მშრალი ხველა. თავიდანვე ტემპერატურა შეიძლება არ იყოს მაღალი.
ერთი ცუდი განმასხვავებელი, რაც დაავადებას ახასიათებს არის ის, რომ შეიძლება უცბად გაუარესდეს“,- აღნიშნა რეზო მეჭურჭლიშვილმა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“