მსოფლიო ისტორიაში პირველი ფოტო ეკუთვნის ჯოზეფ ნიკიფორუს ნიპს, რომელმაც 1926 წელს
გადაიღო ხედი მისი ფანჯრიდან. ფოტოსურათის შესაქმნელად მან ლითონის ფირფიტა ბიტუმის
თხელი ფენით დაფარა, ხოლო კადრის მიღებას 8 საათი დასჭირდა. ნიპსმა მეთოდს “ჰელიოგრაფია”
უწოდა. რადგანაც მან ვერ განავითარა მისი შემოქმედება, მასთან ერთად დაგერი და ტალბოტი
ითვლებიან ფოტოგრაფიის გამომგონებლებად.
1839 წელს ფრანგმა გამომგონებელმა ლუი დაგერმა(1789–1851) გამოიგონა ტოფოგრაფიის ერთ-
ერთი პირველი ხერხი – დაგეროტიპია. მიუხედავად იმისა, რომ მას მხოლოდ 2 ათეულ წელს
იყენებდნენ, ფოტოგრაფიის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. კამერა ობსკურასთან ერთად
გამოიყენებოდა სარკისებური იოდოვანი მოვერცხლილი სპილენძის ფირფიტა. ფოტოს გადაღებისას
ობიექტი უძრავად 30 წუთის განმავლობაში უნდა მდგარიყო, რის შემდეგაც ფირფიტა მუშავდებოდა
ვერცხლისწყლის ორთქლით.
1835 წელს კი ინგლისელმა უილიამ ჰენრი ფოქს ტალბოტმა აღმოაჩინა უარყოფითი გამოსახულების
მიღების მეთოდი, რომელიც ვერცხლის ქლორიდით გაჟღენთილ ქაღალდს იღენებდა. მიუხედავად
იმისა, რომ გადაღების პროცესს მეტი დრო დასჭირდა, გამოსახულება ბევრად უკეთესი ხარისხის
იყო. ასევე შესაძლებელი იყო სურათების კოპირება. ტალბოტმა მეთოდს “კალოტიპი” უწოდა.
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”