ინტერვიუები მომზადებულია ფსიქოთერაპევტ ანუკა კალმახელიძის პროექტის
“მშობლის როლი შვილის განვითარებაში” ფარგლებში,
სადაც მშობლების მიერ გაჟღერებულ კითხვებს სცემენ პასუხს პროფესიონალი
ფსიქოლოგ , ფსიქოთერაპევტები.
პროექტი ხორციელდება საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „ დავითიანნის“ მხარდაჭერით.
ფსიქოკონსულტირებისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სპეციალობის დოქტორანტი
პიროვნების განვითარების და რეაბილიტაციის სპეციალისტი, ოკუპაციური თერაპევტი, სენსორული თერაპევტი-თამარ ( სოფო) წიგნაძე
როგორ შეიძლება 9 წლის ბავშვისთვის კოვიდისგან დაწესებული შეზღუდვები ნაკლებად სტრესული იყოს?
კარგია, თუ COVID-ის შესწავლით დავიწყებთ ბავშვთან საუბარს და დაავადებათა კონტროლის და მართვის ცენტრების, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგულაციებს ავუხსნით და გავაცნობთ. თუ შესაძლებელია, გამონახეთ საუკეთესო დრო, მაგალითად სადილობის დროს, დასვან ბავშვებმა კოვიდის, ან სტრესული ფაქტორების შესახებ კითხვები. ეცადეთ, მოუსმინთ და აუხსნათ პასუხები ფაქტებით. თუ ეს არ შეგიძლიათ, იყავით უბრალოდ პატიოსნები. აუხსენით რა შეიძლება გავაკეთოთ კოვიდის წინააღმდეგ, როგორ დავიცვათ თავი. მოუყებით აბსტრაქტული ნაბიჯები, როგორ დავიბანოთ ხელი, რა გავითვალისწინოთ ჭამის წინ. აჩვენეთ ეს აქტივობები მათ თქვენ თვითონ, დაიბანეთ ხელი, გარეცხეთ ყველაფერი, დარჩით სახლში, აჩვენეთ თქვენი მაგალითით სოციალური დისტანცია მაღაზიაში სიარულის, რიგში დრომის და სხვა აქტივობების დროს. მიეცით ინფორმაცია ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობების შესახებ. ასევე, უნდა შევეცადოთ, მივცეთ მას სიმშვიდის მაგალითი. თუ სიმშვიდეა ოჯახში, ბავშვიც მშვიდადაა.
რა იწვევს ბავშვებში მავნე ჩვევებს, ტიკებს (ფრჩხილების კვნეტა, თვალების პაჭუნი)?
ითვლება, რომ თითების პირში ჩადების არასასურველი ქცევა 5-დან 15 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს ახასიათებთ. მათ შორის 50% მოზარდობის ასაკში თავად გადალახავს ამ ჩვევას. მიზეზად მიიჩნევა შფოთვები, სტრესი, მოწყენილობა, ან კომფორტი. როგორ ამოვიცნოთ? თუ ბავშვი ოჯახური კამათის, თანატოლების ჩხუბის, შენიშვნის მიცემის დროს ასრულებს ამ ქცევას, ის სტრესზე მიუთითებს; თუ ამ ქცევას ტელევიზორის ყურების ან მოწყენილობის დროს ახორციელებს, იგი მოწყენილობის გამო ხდება, სტერეოტიპული ქცევაა. თუ შეამჩნევთ, რომ სკოლის ან აცხოვრებლის შეცვლის, ოჯახის კონფლიქტის დროს იკვნეტს ფრჩდილებს, ეცადეთ გაესაუბროთ მას, შეურჩიოთ კარგი დრო და ხასიათი, რომ განიხილოთ შემთხვევა, რისიც მას ეშინია ან აშფოთებს. ეცადეთ ზედმიწევნით დააჭრათ ფრჩხილები ყოველ კვირაში; შეუძლიათ მოტივაცია მისცეთ, შესთავაზოთ რელაქსაციის აქტივობები: მხატვრობა, ძერწვა, ენერგიის ხარჯვა ეზოში
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”