სტრესს მეცნიერები დიდი ხანია თმის გაჭაღარავებას ან ზრდის შეჩერებას უკავშირებენ, მაგრამ ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით დადგენილი არაა. თაგვებზე ჩატარებულმა ახალმა გამოკვლევამ სტრესსა და თმას შორის არსებულ კავშირთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას გასცა პასუხი.
მკვლევარებმა არა მხოლოდ სტრესის მთავარი ჰორმონის იდენტიფიცირება მოახდინეს, რომელიც თმის ზრდას აფერხებს, მათ ასევე დაადგინესუჯრედის ტიპი და მოლეკულა, რომელიც პასუხისმგებელია სტრესის სიგნალის გადაცემაზე.
„ამ კვლევის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ სტრესი ნამდვილად აყოვნებს ღეროვანი უჯრედების აქტივაციას და ძირეულად ცვლის თმის ფოლიკულის ღეროვანი უჯრედების მიერ ქსოვილების რეგენერაციას,“- აცხადებს ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიოლოგი ია-ჩიჰ ჰუ.
თმის ფოლიკული აკონტროლებს ძუძუმწოვრებში თმის ზრდას და ღეროვან უჯრედებს, რომლებიც აღმოჩენილია ზრდისა და დასვენების პერიოდებს შორის. მკვლევარებმა დაადასტურეს, რომ თაგვებში სტრესმა ნამდვილად შეზღუდა თმის ზრდა დასვენების პერიოდის გახანგრძლივების გზით.
„შემდეგ მათ გამოავლინეს კორტიკოსტერონი, სტრესის ჰორმონი. თაგვებზე ზედმეტი კორტიკოსტერონის მიცემამ ისეთივე გავლენა მოახდინა თმის ღეროვან უჯრედებზე, როგორც ცხოველებისთვის შედარებით უვნებელი გზით, როგორიცაა გალიის დახრა და მოციმციმე განათება, სტრესის მიყენებამ.
სტრესის ჰორმონების წყაროს ქირურგიული გზით მოშორებამ ეს ეფექტი შეცვალა: თაგვებზე თმის ფოლიკულები რეგენერირდებოდნენ ისე, რომ დასვენებისთვის ძალიან მცირე პაუზას აკეთებდნენ, მაშინაც კი, როდესაც ცხოველებს ასაკი ემატებოდათ(ძუძუმწოვრების ასაკის მატებასთან ერთად, ფოლიკულები, როგორც წესი, ნაკლებად აქტიურები ხდებიან).
ეს მიანიშნებს, რომ კორტიკოსტერონის ნორმალურდონესაც კი თაგვებში მნიშვნელოვანი მარეგულირებელი ეფექტი აქვს, როდესაც საქმე თმის ზრდას ეხება და დამატებითი სტრესი შეიძლება თმის ფოლიკულებისა და მათი ღეროვანი უჯრედებისპასიურ მდგომარეობაში უფრო ხანგრძლივად ყოფნის მიზეზი გახდეს.
მეცნიერები დაინტერესდნენ, არეგულირებს თუ არა სტრესის ჰორმონი ღეროვან უჯრედებს პირდაპირ, აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის.
”ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ სტრესის ჰორმონი რეალურად მოქმედებს თმის ფოლეკულის ქვეშ მდებარე კანის უჯრედების კლასტერზე, რომელიც ცნობილია როგორც კანის პაპილა,“- განმარტა ია-ჩიჰჰუმ.
კანის პაპილა ეხმარება თმის ფოლიკულის ღეროვან უჯრედებს და აკონტროლებს საკვების ნაკადს და კორტიკოსტერონის ურთიერთქმედება სწორედ ამ უჯრედებთან ხდება და არა თმის ფოლიკულის ღეროვან უჯრედებთან. სტრესის ჰორმონი ხელს უშლის კანის პაპილას უჯრედების მიერ GAS6-ის (ზრდის შეჩერების სპეციალური საშუალება 6) სახელით ცნობილი ცილის გამოყოფას.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის თმის ზრდის ციკლი თაგვებსა და ადამიანებში გარკვეულწილად სხვადასხვაგვარად მუშაობს, თუმცა ძუძუმწოვრების თმის ბიოლოგიური მექანიზმის დიდი ნაწილი მსგავსია.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ კვლევა ხელს შეუწყობს თმის გაზრდის მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესებას.
წყარო : sciencealert.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა