close
კვლევებიმედიცინა

რა მოსდის სახსრებსა და ხრტილს თითების ტკაცუნის დროს

მეცნიერი დონალდ უნგერი 50 წლის განმავლობაში ერთ ხელის მტევანზე სულ ატკაცუნებდა თითებს და მეორეზე არა. მისი დაკვირვების საგანი იყო, დაემართებოდა თუ არა სახსრების ანთება და აღმოჩნდა, რომ არ დაემართა. მას შემდეგ სხვა მრავალი კვლევაც ჩატარდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითების ტკაცუნი სახსრების ანთებას არ იწვევს. მაგრამ თუ თითების ტკაცუნის შემდეგ სახსრების ტკივილს გრძნობთ, შესაძლოა, ეს ართრიტის ერთ-ერთი ადრეული ნიშანი იყოს, – ამის შესახებ ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორმა, ონკოლოგიის რეზიდენტმა, ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ვიდეობლოგში განაცხადა.

მისი თქმით, თითების ტკაცუნის დროს არც ძვალი ტყდება, არც ხრტილი ზიანდება, არც მყესი იწელება.

„ისმის ხოლმე კითხვა, რა იწვევს თითების ტკაცუნს, ამ დროს ძვლები ერთმანეთს ეხახუნება და დაზიანება თუ არა ხრტილი, ამ მყესები თუ გვიზიანდება ამ დროს? რა ხდება, რატომ გამოსცემს სახსარი ხმას? ბევრს შეუძლია არა მარტო ხელის მტევნის სახსრების, არამედ კისრის, წელისა და მენჯ-ბარძაყის სახსრის გატკაცუნება.

როგორც წესი, ყველაზე მარტივად თითების ტკაცუნი შეგვიძლია, რადგან სახსრები აქ პატარაა და ეს სახსრები არის სინოვიური. სინოვიუმი არის კვერცხის კონსისტენციის მქონე სითხე, რომელიც გვაქვს სახსრებში, რომ მათ შორის ხახუნი ნაკლები იყოს, გამოკვებოს და დაიცვას კიდეც ის. სწორედ ეს სითხეა ტკაცუნის მთელი არსი. როდესაც თითებს ვატკაცუნებთ და ვაწვებით მათ, ზეწოლის დროს სახსრები იჭიმება და ძვლები ერთმანეთს შორდება. ასეთ დროს სინოვიურ სითხეში გახსნილია ძალიან ბევრი აირი და წარმოქმნიან ბუშტუკებს. უფრო გასაგები რომ იყოს, როდესაც იჭიმება სახსარი, ძვლებს შორის სივრცის გაზრდის შედეგად წნევა ეცემა, რის გამოც წარმოიქმნება ბევრი ბუშტუკი, რომლებიც სკდება და რა თქმა უნდა, გასკდომისას ისინი ხმას გამოსცემს. ანუ ის ხმა, რომელიც მიიღება სახსრების ტკაცუნით, მიიღება ჰაერის ბუშტების გასკდომით. ძალიან მარტივი მექანიზმია. არც ძვალი ტყდება, არც ხრტილი ზიანდება, არც მყესი იწელება.

ერთი მეცნიერი დონალდ უნგერი 50 წლის განმავლობაში ერთ ხელის მტევანზე სულ ატკაცუნებდა თითებს და მეორეზე არა. მისი დაკვირვების საგანი იყო, დაემართებოდა თუ არა სახსრების ანთება და აღმოჩნდა, რომ არ დაემართა. მას შემდეგ სხვა მრავალი კვლევაც ჩატარდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითების ტკაცუნი სახსრების ანთებას არ იწვევს, მაგრამ თუ თითების ტკაცუნის შემდეგ სახსრების ტკივილს გრძნობთ, შესაძლოა, ეს ართრიტის ერთ-ერთი ადრეული ნიშანი იყოს“, – განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0