მოგეხსენებათ ლეგენდები რეალობას ალამაზებს, მაგრამ ლეგენდა ვერ იარსებებს რეალური ფაქტების გარეშე.
ბევრი მოლაშქრისა და არქეოლოგისთვის საყვარელი ადგილია ხვამლი, მეტად მისტიური და იდუმალებით მოცული მთაა, რომლის შესახებაც უამრავი ლეგენდა, მითი თუ რეალური და დადასტურებული ინფორმაცია არსებობს. ხვამლის მთის სიმაღლე 2000 მეტრს აღემატება, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება, მთის წვერი ღრუბლებზე მაღლაა, რის გამოც უღრუბლო ამინდში შეიძლება შავი ზღვის დანახვაც.
ხვამლის მთაზე ახლაც არსებობს ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესის ნაშთი,, სწორედ ამ ეკლესიას უკავშირდება ბევრი ადამიანისთვის საყვარელი დღესასწაული ,,ხვამლობა”. ხვამლობა აღდგომიდან მერვე კვირის შაბათს იმართება და მომლოცველები ხშირად კარვებითაც სტუმრობენ მთას, თან მიაქვთ შესაწირი და აღევლინება ლოცვა.
ანტიკური წყაროებიდან დაყრდნობით, სწორედ ხვამლი მიიჩნეოდა არგონავტებისა და ჰერაკლეს მოგზაურობის ადგილად, სწორედ აქ მიაჯაჭვა ზევსმა პრომეთე. სხვა ისტორული წყაროების თანახმად, ჟიულ ვერნს სწორედ ხვამლის მთა აქვს აღწერილი მის ერთ-ერთ სათავგადასავლო რომანში „შეუპოვარი კერაბანი”.
მთავარი მითი ხვამლის მთის შესახებ არის გველეშაპი, რომელიც, ლეგენდის თანახმად, მთის დარაჯად გვევლინება, ის წელიწადში ერთხელ იცვლის გვერდს, რის გამოც წყარო, რომელიც მთიდან მოედინება 6 თვე რიონისკენ მიედინება, 6 თვე ცხენისწყლისკენ.
,,ჩვენი ხვამლის ქვა ხელოვნების ნიმუშია – დაახლოებით ერთსანტიმეტრიან ქვაზე 8 ოთხკუთხედი და 6 სამკუთხედია ამოკვეთილი, ამ უკანასკნელებში კი ფიგურებია ჩახაზული, რომელსაც ახლა ვშიფრავთ. ეს მხოლოდ დასაწყისია, – ველით, რომ ხვამლის მთა სულ უფრო მეტად გაგვიხსნის გულს და მეტ საოცრებებს დაგვანახებს. ეს აღმოჩენები ბატონი გურამ გაბიძაშვილის ხსოვნას მივუძღვენით. სწორედ მას ეგულებოდა ხვამლის მთის გულში ხელუხლებელი მიწისქვეშა ქალაქი… ბედნიერება იქნება, თუკი ეს ასე იქნება და მისი აღმოჩენის მოწმე ჩვენ გავხდებით “- აცხადებს არქეოლოგი კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.
2013 წლიდან 2016 წლამდე კი აღმოაჩინეს არტეფაქტები – პალეოლითური ხანის. ასევე, დაფიქსირდა კლდეში ჩაჭრილი, ქვით ნაგები ოთხკუთხა შენობის ნაშთი, რომლის იატაკი თიხით არის მოტკეპნილი და მოსწორებული.
ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ხვამლის მთაზე ქართველ მეფეთა განძსაცავი იყო, რის გამოც საბჟოთა ეპოქაში, სტალინის დროს აქ მიმდინარეობდა გასაიდუმლოებული კვლევები.
საინტრესოა, სად გადის ზღვარი მითსა და რეალობას შორის ხვამლის მთის შესახებ?
წყარო: turebi.ge , intermedia.ge
მასალა მოამზადა : ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”