close
ეკონომიკაენერგეტიკასაქართველო

რა შემთხვევაში აგინაზღაურებთ მთავრობა კომუნალურ გადასახადებს ნოემბრიდან მომდევნო 4 თვის განმავლობაში

პირველი ნოემბრიდან ოთხი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები ანაზღაურდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქეებს, ვისაც აღნიშნული დახმარება არ სჭირდებათ, შეუძლიათ საკუთარი განცხადების საფუძველზე მასზე უარი თქვან.

„პირველი ნოემბრიდან იწყება კომუნალური გადასახადების ანაზღაურება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელიც მოიცავს ზამთრის პერიოდს. ეს იქნება ნოემბრიდან ოთხი თვე. ეს მხარდაჭერა შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კვ-მდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება.

ეს ის მინიმუმია, რითაც დღეს მთავრობას შეუძლია მოქალაქეებს მხარში დაუდგეს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, თუმცა გვესმის, რომ შეიძლება, ბევრ ჩვენს მოქალაქეს მსგავსი დახმარება არ სჭირდება და დღეიდან მთ შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი განაცხადის საფუძველზე უარი თქვან მთავრობის ამ მხარდაჭერაზე“, – განაცხადა გახარიამ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0