close

,,ყველას სურს მშვიდობა, მაგრამ ფრონტის წინა ხაზზე ჯერ არავინ უსმენს მათ”

შეიარაღებული დაპირისპირება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დღესაც გრძელდება მთიანი ყარაბაღის გამო. სომეხი მოსახლეობითა და დიასპორით დასახლებული ტერიტორია ზერბაიჯანში მდებარეობს. 27 სექტემბერს განახლდა შეიარაღებული კონფლიქტი, აზერბაიჯანის სამინისტროს ინფორმაციით სომხეთმა ისევ მიიტანა იერიში ქალაქ ტერტერზე.

რამ გამოიწვია შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირება?

ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის გაურკვეველია, რადგან ორივე მხარე განსხვავებულ მოტივებზე საუბრობს. აზერბაიჯანი ამბობს, რომ სომხეთმა მათი პროვოცირება გამოიწვია, ხოლო სომხეთი ამბობს, რომ აზერბაიჯანული ჯარები  თავს დაესხნენ და სომხეთმაც საპასუხო იერიში მიიტანა. დაძაბულობამ ივლისში მომხდარი რამდენიმედღიანი შეტაკების შემდეგ მოიმატა, რასაც აზერბაიჯანის მხარის მონაცემებით 11 აზერბაიჯანელი ჯარიკაცი დ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

რა არის რუსეთისა და თურქეთის როლი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში?

რუსეთი სომხეთის სტრატეგიული პარტნიორია. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში კი თურქეთი და რუსეთი სხვადასხვა მხარეს იმყოფებიან. რუსეთი სომხეთისა და აზერბაიჯანის გრძელვადიანი მხარდამჭერია იარაღის მიწოდების თვალსაზრისით.

თურქეთის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ყარაბაღი არ არის მხოლოდ აზერბაიჯანის პრობლემა და ეს საკითხი თურქეთის ინტერესებშიც შედის. პრესკომფერენციაზე ერდოღანმა აზერბაიჯანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და თქვა, რომ ანკარა მზად არის აზერბაიჯანსა და სომხეთს დავის მოგვარებაში დაეხმაროს.

20 სექტემბერს კი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა სამადლობელი სიტყვა საქართველოს მიმართ, რაც უკავშირდება რუსეთიდან იარაღით მომარაგების ხელშეშლას:,,საქართველომ არ დაუშვა თავისი ტერიტორიის გავლით სომხეთში იარაღის გადატანა. სწორედ ამიტომ სატრანსპორტო თვითმფრინავები სომხეთს კასპიის ქვეყნების ტერიტორიის გავლით იარაღით საჰაერო გზით ამარაგებენ. საქართველომ იმოქმედა როგორც ძალიან საიმედო პარტნიორმა. მინდა მადლიერება გამოვხატო საქართველოს მთავრობის მიმართ“

რას ფიქრობს დანარჩენი მსოფლიო?

,,ყველას სურს სიმშვიდე, მაგრამ ფრონტის წინა ხაზზე ჯერ არავინ  უსმენს მათ”. ნატო და ევროკავშირი ორივე მხარეს სთხოვს დაუყოვნებლივ საომარი მოქმედებების შეწყვეტას და ცხადია ამ კონფლიქტის მოგვარება მსგავსი სამხედრო გზით შეუძლებელია, რადგან შეიძლება ომის მასშტაბები მთიან ყარაბაღს გასცდეს და გახდეს მთავარი პრობლემა მსოფლიოსთვის.

წყარო: CNN

მასალა მოამზადანინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0