close
ასტრონომია - კოსმოსი

რიჩარდ ბრანსონი კოსმოსში გაფრინდა

კომპანია Virgin Galactic-მა კვირას პირველი ტურისტული, სუბორბიტალური ფრენა შეასრულა რაკეტოპლანით, რომელშიც მისი დამაარსებელი, ბრიტანელი მილიარდერი, რიჩარდ ბრენსონი იმყოფებოდა.

ფრენის დაწყება ევროპის დროით 16:00 საათზე იგეგმებოდა, მაგრამ ცუდი ამინდის გამო იგი საათნახევრის დაგვიანებით შესრულდა.

ხომალდმა Unity 22 შტატ ნიუ მექსიკოში მდებარე კოსმოსურ სადგურ „ამერიკიდან“ თვითმფრინავმზიდ VMS Ev-ის საშუალებით შეასრულა სტარტი. მოგვიანებით კი იგი გამოეყო თვითმფრინავმზიდს.

ამის შემდეგ ხომალდმა მიაღწია დაახლოებით 88 კილომეტრის სიმაღლეს, რაც აშშ-ი აღემატება კოსმოსის საზღვარს (80 კილომეტრი) და რამდენიმე წუთში დაშვება დაიწყო. მთლიანად ფრების ხანგრძლივობა ხომალდის აფრენიდან დაშვებამდე, დაახლოებით ერთ საათს შეადგენდა.

თავად რიჩარდ ბენსონის გარდა რაკეტოპლანში იმყოფებოდნენ სირიშა ბანდლა, კილინ ბენეტი და ბეტ მოზესი.

ბრენსონის გეგმის თანახმად, Virgin Galacticის კოსმოპლანის კომერციული ექსპლოატაციის დაწყებამდე, კიდევ ორი საცდელი ფრენა ჩატარდება. თუ ისინი წარმატებული გამოდგება, მაშინ 2022 წელი კოსმოსური ტურიზმის განვითარების ეპოქად იქცევა. მაგრამ ბილეთების ფასი ხელმისაწვდომი იქნება ძალიან მდიდარი ადამიანებისთვის.

კოსმოსში გაფრენის დღეს, 11 ივლისს, რიჩარდ ბრენსონი მისმა მეგობარმა და კონკურენტმა, ილონ მასკმა, ინახულა.

SpaceX -მა, რომლის მფლობელია მეწარმე ილონ მასკი, თავისი პირველი ეკიპაჟი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2020 წლის მაისში გაუშვა, რითაც დაასრულა რუსეთზე NASA-ს დამოკიდებულება – ასტრონავტების ტრანსპორტირების საქმეში. საჰაერო-კოსმოსური გიგანტი Boeing -ი იმედოვნებს, რომ 2022 წლის დასაწყისში გაუშვებს ასტრონავტებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0