close
კვლევები

როგორ სძინავთ კოსმოსში და რა ეფექტი აქვს ამას ცირკადულ რიტმზე – კვლევა

„ალბათ გსმენიათ, რომ ძილის წინ ტელეფონის გამოყენება სასურველი არ არის. ეს იმიტომ, რომ ცისფერი შუქი ჩვენს ცირკადულ რიტმზე ცუდად მოქმედებს. ასეთ დროს ტვინი ეკრანის სინათლეს დღის შუქად აღიქვამს”, — აღნიშნულია ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) განცხადებაში.

ESA-ს ასტრონავტი, ანდრეას მოგენსენისაერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ძილს იკვლევს. მის მისიას ჰუგინი ჰქვია და ის ორ კვლევას მოიცავს. ასტრონავტს სურს ცირკადულ სინათლესა და ორბიტაზე ძილზე მეტი ინფორმაცია მოიპოვოს.

„კოსმოსურ სადგურზე დედამიწისთვის სრულ ბრუნს 90 წუთი სჭირდება. ეს ყოველდღე 16 მზის ჩასვლასა და ამოსვლას ნიშნავს, რაც ადამიანის ბუნებრივ რიტს ეწინააღმდეგება. მიუხედავად ამისა, კოსმოსური სადგური გრინვიჩის დროს (GMT) მიჰყვება, რაც თანმიმდევრული განრიგის შენარჩუნებას უწყობს ხელს”, — აღნიშნულია ESA-ს პრესრელიზში.

ცირკადული რიტმი ფიზიკურ, გონებრივსა და ქცევით პროცესებს მოიცავს, რომლებიც 24-საათიან ციკლთანაა დაკავშირებული. ეს პირდაპირ თანხვედრაშია დღის სინათლესა და სიბნელესთან. მსგავსი ციკლი ყოველ ცოცხალ ორგანიმზე ახდენს გავლენას, მათ შორის ცხოველებზე, მცენარეებსა და მიკრობებზე.

კოსმოსში ეს პროცესი არეულია, რაც ასტრონავტების უძილობაში შეიძლება აისახოს. ასეთი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მოგენსენი განსხვავებულ შუქს იყენებს, რომელსაც სპეციალიზირებული ნათურა ასიხვებს. ნათურა კონკრეტულად ასტრონავტებისთვის და მათი ცირკადული რიტმის დასარეგულირებლად შექმნეს.

საღამოს, როდესაც მოგენსენი ძილს აპირებს, შუქი წითლდება ისევე, როგორც ეს მზის ჩასვლისას. დილით შუქი ლურჯდება, რათა მზის ამოსვლის სიმულაცია მოხდეს.

საზომი მოწყობილობა, რომელიც ტვინის აქტივობას აკონტროლებს

ორბიტაზე ძილის კვლევისთვის, მოგენსენი საზომ მოწყობილობას იყენებს, რომელიც მისი ტვინის ელექტროენცეფალოგრამას (EEG) აკონტროლებს. გამოგონება დანიის ორჰუსის უნივერსიტეტის მკვლევრებს ეკუთვნით და ეს ტვინის აქტივობის მთელი ღამის განმავლობაში შემოწმების საშუალებას იძლევა.

მკვლევრებს სურთ ძილის მექანიმზებში უკეთ გაერკვნენ, როგორც კოსმოსში, ისე დედამიწაზე. მათი აღმოჩენები განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, რადგან ბოლო შედეგებმა აჩვენა, რომ კლიმატის ცვლილება ადამიანების ძილის რეჟიმზე ცუდად მოქმედებს.

2022 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გლობალური დათბობა ჩვენს ძილსაც აზიანებს და ეს განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.

“ჩვენი შედეგები მიუთითებს, რომ ტემპერატურის მატება ძილზე ცუდად აისახება”, — თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა, კელტონ მინორმა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0