ინტერვიუები მომზადებულია ფსიქოთერაპევტ ანუკა კალმახელიძის პროექტის
“მშობლის როლი შვილის განვითარებაში” ფარგლებში,
სადაც მშობლების მიერ გაჟღერებულ კითხვებს სცემენ პასუხს პროფესიონალი
ფსიქოლოგ , ფსიქოთერაპევტები.
გოგოლა იოსელიანი- ექიმი, გეშტალტფსიქოთერაპევტი
როგორ უნდა გადავაჩვიო ბავშვი ბილწსიტყვაობას? (7-9 წლის ბიჭები)
ადრე თუ გვიან ბავშვი აუცილებლად მოისმენს უცენზურო სიტყვებს, იქნება ეს ოჯახი, ეზო, ქუჩა, სკოლა თუ სხვა ადგილი, რადგანაც ის თავისი განვითარების კვალდაკვალ მუდმივ ურთიერთობაშია გარე სამყაროსთან. კითხვაზე როგორ გადავაჩვიოთ 7-9 წლის ბიჭი ბილწსიტყვაობას ამის პასუხის გასაგებად საჭიროა გაიგოთ როგორ მიეჩვია ამას? სად ესმის ეს სიტყვები? რისთვის სჭირდება ეს? რა სიტუაციებში იყენებს უხამს სიტყვებს? ესაუბრეთ არა დირექტიული, გაღიზიანებული, არამედ მშვიდი, კეთილგანწყობილი ტონით. კომუნიკაციის დროს იყავით გულახდილი და გულდასმით მოუსმინეთ ბავშვის არგუმენტებს. სწორედ ამ არგუმენტების გათვალისწინებით შეეცადეთ აუხსნათ, რომ უცენზურო სიტყვების წარმოთქმა არ არის აუცილებელი, რომ ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება უზრდელობა ან მიუღებელი ან გულსატკენი იყოს. თუ ცუდი სიტყვები ბავშვის ლექსიკონის ნაწილად იქცა, ესე იგი ოჯახში არსებობს პრობლემები და ბავშვი ამგვარად ცდილობს მორგებას. უმეტესად ოჯახებში, სადაც ურთიერთობები დამყარებულია პატივისცემაზე, ურთიერთგაგებაზე, სიყვარულზე ბავშვის მიერ უცენზურო სიტყვების წარმოთქმა მხოლოდ დროებითი მოვლენაა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”