close
ფსიქოლოგია

როგორ შევაყვაროთ და მოვანდომოთ ბავშვს კითხვა? – ფსიქოლოგის რჩევა

ინტერვიუები მომზადებულია ფსიქოთერაპევტ ანუკა კალმახელიძის პროექტის

 “მშობლის როლი შვილის განვითარებაში” ფარგლებში

 სადაც მშობლების მიერ გაჟღერებულ კითხვებს სცემენ პასუხს პროფესიონალი

ფსიქოლოგ , ფსიქოთერაპევტები

                                                  მარიამ დევიძე – ექიმი პედიატრი , პრაქტიკოსი გეშტალტ თერაპევტი

როგორ შევაყვაროთ და მოვანდომოთ ბავშვს კითხვა?

  • ბავშვი ქცევის მოდელს იღებს მშობლისგან,სწავლობს მშობლის მაგალითზე.როდესაც ის ხედავს,როგორ კითხულობს უფროსი,მასაც უჩნდება კითხვის ინტერესი.
  • აჩვენეთ ბავშვს,რომ კითხვა სასიამოვნო პროცესია. გაუზიარეთ წიგნის შინაარსი,კითხეთ აზრი მონათხრობის შესახებ.
  • ხმამაღლა იკითხეთ მასთან ერთად. (სმენის პროცესი ხელს უწყობს წარმოსახვის განვითრებას).იკითხეთ ინტერესით,კითხვის დროს მოირგეთ სხვადასხვა როლი,შეიცვალეთ ინტონაცია,ისაუბრეთ პერსონაჟებზე,დახატეთ ან გაითამაშეთ სიუჟტი.
  • მიეცით არჩევანის საშუალება წიგნის შერჩევისას.
  • არ გამოიყენოთ კითხვა,როგორც სასჯელი ან პირობა რაიმეს შესასრულებლად.კითხვის პროცესი ბავშვისთვის მხოლოდ ინტერესის და კმაყოფილების მიღების საშუალებად უნდა აღიქმებოდეს.

13-14 წლის გოგონები,თუკი მშობლები უშლიან რაიმეს, მაგალითად პირსინგის გაკეთებას, საპასუხოდ ეუბნებიან: ,,თუ გსურს წიგნი წავიკითხო პირსინგს გავიკეთებ’’. რა რეაქცია უნდა ჰქონდეს მშობელს?

რთულია მშობლის ქცევის კონკრეტული მოდელის აღწერა.ეს დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევასა და სიტუაციაზე. ხშირად ბავშვის ასეთი ქცევის მიზეზი არის მშობელი,რომელიც თვითონ ირჩევს ურთიერთობის მსგავს ფორმას სასურველი ქცევის მისაღწევად.

რაც  შეეხება პირსინგს-ესაუბრეთ ბავშვს,შეეცადეთ გაერკვეთ,რა იწვევს მასში გარეგნობის შეცვლის სურვილს, რა დგას ამ სურვილის უკან.

მოზარდისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს,რომ მისი ესმით. ის უნდა გრძნობდეს,რომ თქვენთვის საინტერესოა მისი გრძნობები,ემოციები,სურვილები. მეგობრობა მასთან დაგეხმარებათ იპოვოთ გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0