20 მარტს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა 2021 წლის მსოფლიოს ბედნიერების ინდექსის(WHR) მიხედვით სახელმწიფოთა სია, სადაც 149 ქვეყანას შორის საქართველომ 108-ე ადგილი დაიკავა.
გამოქვეყნებული ანგარიში ფოკუსირებულია COVID19-ის ეფექტსა და მის გავლენაზე ადამიანების ცხოვრებაში. 2020 წლის ანგარიშის მიხედვით საქართელო 117-ე ადგილზე იყო და წელს 9 პოზიციით წინ გადაინაცვლა, თუმცა მეზობელ სახელმწიფოებს მაინც ჩამორჩება:
- 72 – რუსეთი (5.477)
- 86 – სომხეთი (5.283)
- 90 – აზერბაიჯანი (5.171)
- 104 – თურქეთი (4.948)
- 108 – საქართველო (4.891)
უკვე მეოთხე წელია ფინეთი ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს ბედნიერ ქვეყნებს შორის, ასევე ისლანდია, დანია, შვეიცარია და ნიდერლანდები შესაბამისად შემდეგ პოზიციებს ინაწილებენ. ანგარიში ძირითადად ემყარება მშპ-ს დონეს, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას, ხელგაშლილობას, სოციალურ მხარდაჭერას, თავისუფლებასა და კორუფციის დონეს.
მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი სახელმწიფოების 2021 წლის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
- ფინეთი
- ისლანდია
- დანია
- შვეიცარია
- ნიდერლანდები
- შვედეთი
- გერმანია
- ნორვეგია
- ახალი ზელანდია
- ავსტრია
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“