close
ასტრონომია - კოსმოსი

რუსეთი საკუთარი კოსმოსური სადგურის აშენებასა და ორბიტაზე განთავსებას გეგმავს

რუსეთი მზადაა, საკუთარი კოსმოსური ხომალდის აშენება დაიწყოს, რათა ის 2030 წლამდე ორბიტაზე განათავსოს,- ამის შესახებ კოსმოსური სააგენტო „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა განაცხადა.

განხორციელების შემთხვევაში პროექტი რუსეთის კოსმოსურ პროგრამაში ახალი თავის გადაშლა, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე კი აშშ-სთან ოცზე მეტ წლიანი  თანამშრომლობის დასასრული იქნება.

„თუკი, ჩვენი გეგმის თანახმად, ორბიტაზე მის განთავსებას 2030 წლამდე მოვახერხებთ, ეს კოლოსარული მიღწევაა იქნება,“- განაცხადა „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი როგოზინმა.

როგოზინის განმარტებით, რუსულ სადგურზე, საერთაშორისო კოსმოსური სადგურისგან განსხვავებით, ეკიპაჟის მუდმივად განთავსება არ მოხდება, რადგან ორბიტაზე მოძრაობის გამო მასზე გამოსხივების უფრო მაღალი დონე იქნება, თუმცა, სადგურს კოსმონავტები ეწვევიან და მასზე,  ხელოვნურ ინტელექტსა და რობოტებს გამოიყენებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი პროექტის დასაწყებად 6 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ რუსი კოსმონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამერიკელ და 16 სხვა ქვეყნის ასტრონავტებთან 1998 წლიდან მუშაობენ. რუსეთის ვიცე პრემიერ-მინისტრმა იური ბორისოვმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მოსკოვი თავის პარტნიორებს შეატყობინებს, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პროექტს 2025 წლიდან დატოვებს.

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0