close
ეკოლოგია

რუსთავი ჰაერის დაბინძურების კუთხით ევროპაში პირველ ადგილზეა

საგანგაშო მონაცემები  ევროპის ინდექსის ამსახველ პორტალზე, სადაც რუსთავი ევროპის  კონტინენტზე  ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. გარემოს ევროპული სააგენტოს მონაცემებით, რუსთავი იმ კატეგორიაში ხვდება, რომელიც პორტალის თანახმად უარყოფით მონაცემებს ასახავს.

რუსთავის მონაცემები  პორტალზე ბათუმის ქუჩაზე განთავსებული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურიდან გადაიცემა.

ამ ფონზე   ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურზე ერთ კვირაზე მეტია, რაც ნახშირბადის მონოქსიდის მაჩვენებელი გამქრალია. სამოქალაქო აქტივისტები აღნიშნავენ, რომ საგანგაშო მაჩვენებელი ქალაქში ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუარესებს.

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთ გზად ასახელებენ ახლადშემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც ჰაერის დამაბინძურებელი საწარმოებისთვის საჯარიმო სანქციების გაზრდას ითვალისწინებს და ამბობენ, რომ  ის გარემოს უკონტროლო დაბინძურების შეჩერების პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

გაზიარება:
fb-share-icon0