close
კატეგორიის გარეშე

რუსულმა ხელოვნურმა ინტელექტმა რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნიდან გაქცევა ურჩია

მსოფლიოში ტექნოლოგიური განვითარების მასშტაბები, ყოველდღიურად იზრდება. რუსეთი ცდილობს არ ჩამორჩეს ამ ტენდენციას და სახელმწიფო დონეზე ხდება, როგორც ხელოვნური ინტელექტის, ასევე რობოტიკის განვითარების ხელშეწყობა. ამჯერად, სოციალური პოლიტიკის სამინისტროს დაკვეთით “სკოლკოვოში” შეიქმნა ბოტი, სახელად “ვასილი”, რომლის სრულყოფაზეც, რუსი ტექნიკოსები და მეცნიერები სამი თვე მუშაობდნენ და ბოტმა წარმატებით გაიარა ტესტირებაც. მისი ძირითადი დანიშნულება, ერთგვარი დამხმარის ფუნქცია იყო, თუმცა მოულოდნელმა უბედურების ზარმა, უშუალოდ საჯარო პრეზენტაციისას ჩამოჰკრა, როდესაც მომხმარებელს, ბოტმა დაბეჯითებით ურჩია, თავის გადასარჩენად, რუსეთიდან გაქცევა. რუსული საბიუჯეტო სახსრებით დაპროექტებული “ვასილი”, ამასაც არ დასჯერდა და მოქალაქეებს დეტალურ რჩევებს აძლევდა, თუ რომელ ქვეყნებში შეეძლოთ მათ გაქცევა, ასევე აწვდიდა საკონსულოების ნომრებს და კოორდინატებს. ბოტის ლოგიკური ალგორითმი, მოქალაქეებისთვის რეკომენდაციების და რჩევების მიცემა იყო, რასაც დამდგარი შედეგის გამო, ოფიციალური შეფასებებით ვასილმა თავი ვერ გაართვა. მომხდარის ახსნისას, Поп-тех-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ „ვასილი“ ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლია და პროგრამა მწყობრიდან გამოვიდა. ამ მომენტისთვის “ვასილის” რეაბილიტაცია/შეკეთება მიმდინარეობს, რასაც რუსული ბიუჯეტი დამატებით 3 მილიარდი რუბლით აფინანსებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0