ბიზნესის ადმინისტრირების სტანდარტული სამაგისტრო პროგრამა გულისხმობს ორწლიან სწავლებას, რომელიც მიმართულია ბიზნესის ძირითადი კონცეფციებისა და თეორიის შესწავლისკენ. მაშინ, როდესაც ჩვენ სხვადასხვა მეცნიერთა აბსტრაქტული შეხედულებების დაზუთხვას ვცდილობთ, ჩვენ გარშემო პრაქტიკული ალღოსა და თანდაყოლილი ბუნებრივი ინტუციის მქონე მოხერხებული ადამიანები ახერხებენ ყოველგვარი თეორიული განათლების გარეშე მცირე ბიზნესის წამოწყებასა და ფულის შოვნას.
უამრავი კურსდამთავრებული ერთვება ბიზნესის დიდ სამყაროში საბაზისო პრაქტიკული ცოდნის გარეშე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მართოს ბიზნესი წარმატებულად.
სამწუხაროდ, მეწარმეთა უმრავლესობას მხოლოდ საკუთარ შეცდომებსა და მარცხზე უხდებათ სწავლა და არა როგორც სხვისაზე.
ბიზნეს ტრენერი და საერთაშორისო სპიკერი გერი ბარნსი სთავაზობს ახალბედა მეწარმეებს დახმარებას, რომ მოემზადონ გარკვეული გამოწვევებისთვის.
- წარმატება არ არის მყისიერი
- იყავით მოხერხებული და ეცადეთ ადვილად მოერგოთ გარემო პირობებს
- დაიწყე მცირედით და მოძლიერდი ეტაპობრივად
- რეალურად, უთანხმოებები კარგია
- ნუ შეგეშინდებათ თანამშრომლებისთვის ნდობის გამოცხადების
წყარო : Businessinsider.com
მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”