close
პოლიტიკა

“საავიაციო მეკობრეობა” – რატომ დასვეს მინსკში იძულებით თვითმფრინავი?

Ryainar-ის ათენი-ვილნიუსის რეისის თვითმფრინავმა მოულოდნელად მიმართულება შეიცვალა და იგი მინსკში იძულებით დაეშვა ბელარუსის პრეზიდენტის,  ალექსანდრე ლუკაშენკოს ბრძანებით, რის შემდეგაც ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი, ოპოზიციონერი აქტივისტი და ტელეგრამ არხ ნექსთის თანადამფუძნებელი დააკავეს. მასზე ბელარუსში საქმეა აღძრული და პატიმრობაც ელოდება. ჟურნალისტმა რომან პროტასევიჩმა ჯერ კიდევ თვითმფრინავში ყოფნის დროს მგზავრებს განუცხადა, რომ მას ბელარუსში სიკვდილით დასჯა მოელის.

Ryanair-ის განცხადებით, ბელარუსის საჰაერო კონტროლის სამსახურმა მიაწოდა ინფორმაცია ბორტზე, რომ თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო, რის გამოც უახლოესი აეროპორტისკენ აიღეს გეზი და თვითმფრინავიც საბოლოოდ მინსკში დაეშვა. მოგვიანებით ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა.

აღნიშნული რეისის იძულებით დასმისა და ოპოზიციონერი აქტივისტის დაკავების გამო ევროკავშირმა საპასუხოდ ბელარუსის ელჩი, ალექსანდრ მიხნევიჩი დაიბარა და 24 მაისს შეხვედრაც გამართეს. განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ევროპული საბჭო ბელარუსის ხელისუფლების ქმედებას განიხილავს და შესაბამის ზომებსაც მიმართავს, შესაძლოა სანქციების სახით, ოპოზიციაზე ძლიერი ზეწოლის გამო.

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი კი საპასუხოდ აპირებს შეწყვიტოს საჰაერო მიმოსვლა ბელარუსთან, რის შედეგადაც ბელარუსისთვის უკრაინის საჰაერო სივრცე დაიკეტება.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0