close
არქეოლოგია

სავარაუდოდ, არქეოლოგებმა ყველაზე ძველი მუმია აღმოაჩინეს

თუ არქეოლოგების მოსაზრებებს დავეყრდნობით, მათ ეგვიპტეში უძველესი და სრულყოფილად შემონახული მუმია აღმოაჩინეს — ფიქრობენ, რომ ეს იმ კაცის ნაწილებია, რომელსაც Hekashepes-ს უწოდებენ. 4300 წლის მუმია კაიროში, უძველეს სამარხში იპოვეს, რომელიც, სავარაუდოდ, მეხუთე/მეექვსე დინასტიიდან უნდა იყოს, შესაბამისად, ძვ. წ. აღ. 2500-2100 წლამდე თარიღდება.

მე ჩავიხედე სარკოფაგში, რათა მენახა, რა იყო შიგნით და დავინახე კაცის მშვენიერი მუმია, რომელიც მთლიანად ოქროს ფენებით იყო დაფარული, — აცხადებს ზაჰი ჰავასი, არქეოლოგი.

მრავალსაუკუნოვანი მუმია სტეპის პირამიდის მახლობლად საქარას ნეკროპოლისში აღმოაჩინეს, რომელიც, თავის მხრივ, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში იმყოფება. ამას გარდა, სხვა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენებიც გაკეთდა, რაც მოიცავს სამარხებს, რომელიც Meri-ს, ანუ „საიდუმლოების შემნახველსა“ და Khnum-djed-ef-ს, Una-ს პირამიდების კომპლექსის მღვდელს ეკუთვნოდა. აქვე, აღმოაჩინეს ღმერთების უამრავი ქანდაკება, ამულეტები, ნივთები ყოველდღიური ცხოვრებისთვის და ქვის სვეტები.

ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი მეფეებს მათთან ერთად მცხოვრებ ხალხთან აკავშირებს, — განმარტავს ალი აბუ დეშიში, არქეოლოგი.

საინტერესოა ისიც, რომ ამ აღმოჩენამდე ერთი დღით ადრე სხვა არქეოლოგთა ჯგუფმა კაიროს სამხრეთით უძველესი ქალაქის Luxor-ის ნანგრევებს მიაგნო. მანამდე კი „ციფრულად გახსნეს“ 2300 წლის „ოქროს ბიჭის“ მუმია, შედეგად, ახალი ინფორმაციებიც მიიღეს იმის შესახებ, თუ როგორ იყენებდნენ ადრე ძვირფას ამულეტებს მკვდრების დასაცავად.

გაზიარება:
fb-share-icon0