რობოტმა-ანდროიდმა EveR 6 სეულში დირიჟორის როლი მოირგო. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, რობოტმა სამხრეთ კორეის ეროვნული ორკესტრის წარმოდგენას უხელმძღვანელა, რაც პირველი მსგავსი შემთხვევა იყო ქვეყნის ისტორიაში. წარმოდგენა კორეის ეროვნულ თეატრში გაიმართა.
კორეის ინდუსტრიული ტექნოლოგიის ინსტიტუტის მიერ შექმნილმა ორხელიანმა რობოტმა, რომელსაც ჰუმანოიდის სახე აქვს, სცენაზე გამოსვლისას მაყურებლებს თავი დაუხარა და ხელების მეშვეობით ორკესტრის ტემპს აკონტროლებდა.
„მისი მოძრაობები ძალიან დეტალური იყო. რობოტს ასეთი მოძრაობები იმაზე უკეთ გამოსდიოდა, ვიდრე წარმომედგინა, თუმცა მისი კრიტიკული სისუსტე ისაა, რომ მოსმენა არ შეუძლია“, – განაცხადა დირიჟორმა ჩოი სუ-იოლმა, რომელმაც კონცერტზე შესრულებული 5 ნაწარმოებიდან ორის დროს დირიჟორობდა.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”