არქეოლოგებმა საუდის არაბეთში მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს, რაც მკვლევრებს ბრინჯაოს ხანის კულტურის უკეთ გაცნობაში დაეხმარება. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში აღმოჩენილია მცირე ზომის სპილენძის გონგები, რომლებიც, ექსპერტების შეფასებით, უძველესი მუსიკალური ინსტრუმენტებია და დაახლოებით 4,000 წელსითვლის. აღნიშნული არტეფაქტები მიუთითებს, რომ იმდროინდელი არაბული საზოგადოების ცხოვრებაში მუსიკას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა.
სპილენძისგან დამზადებულ გონგებს, რომლებიც ერთმანეთისგან ზომით განსხვავდება, სპეციალური ჟღერადობა ჰქონდათ, რაც სავარაუდოდ, ცერემონიალური, რიტუალური ან გასართობი მიზნებით გამოიყენებოდა.
განსაკუთრებით საინტერესოა ამ აღმოჩენის კონტექსტი ბრინჯაოს ხანის ვაჭრობისა და კულტურული გაცვლის თვალსაზრისით. არაბეთის ნახევარკუნძული ცნობილია, როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო მარშრუტების გადაკვეთის ადგილი, რომელიც მესოპოტამიასა და ინდოეთს აკავშირებდა. ახლად აღმოჩენილი მუსიკალური ინსტრუმენტები კი მიუთითებს, რომ იმდროინდელი სავაჭრო ურთიერთობები არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ კერამიკით, მძივებითა და მეტალით. სავარაუდოდ, კულტურული მახასიათებლების გაცვლასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. რაც შეეხება გონგების დამუშავების ტექნიკას, იგი მეტალურგიის სიღრმისეულ ცოდნაზე მეტყველებს.
„მუსიკა, შესაძლოა, საერთო ენა იყო, რომელიც სავაჭრო საქონელთან ერთად მოგზაურობდა დარითმებისა და ჟღერადობის მეშვეობით განსხვავებულ კულტურებს აკავშირებდა” – აცხადებს ექსპედიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
სპილენძის გონგების აღმოჩენით კვლავ მტკიცდება, რომ არაბული კულტურა უფრო კომპლექსური დამრავალფეროვანია, ვიდრე აქამდე მეცნიერებსეგონათ. მკვლევრები ინსტრუმენტებისა და მათი კონტექსტის შესწავლას განაგრძობენ და იმედოვნებენ, რომ უფრო მეტს შეიტყობენ მუსიკისროლზე არაბულ საზოგადოებაში.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”