საფრანგეთს ჯანდაცვის მინისტრის ოლივიე ვერანის განცხადებით, ყველა პაციენტი, რომელსაც საფრანგეთში კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, განიკურნა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით 12 ადამიანი დაინფიცირდა, ერთი მათგანი გარდაიცვალა.
“საფრანგეთში დაავადების შემთხვევები აღარ არის… ვირუსი აღარ ვრცელდება. ბოლო პაციენტი, რომელიც ლიონში საავადმყოფოში გადაიყვანეს, განიკურნა. ის აღარ არის გადამდები. ამიტომ შეძლო შინ დაბრუნება”, – თქვა ვერანმა.
კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების უმრავლესობა ჩინეთში ფიქსირდება, რომელიც ინფექციის ძირითადი წყაროა.
ამ დროისთვის, ჩინეთში 77 000 ადამიანია დაინფიცირებული, ხოლო 2600-ზე მეტი გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება.
ჩინეთის საზღვრებს მიღმა კორონავირუსით დაინფიცირების 1200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა 30 სხვადასხვა ქვეყანაში.
დღეის მდგომარეობით, იტალიამ 3 ადამიანის გარდაცვალება დაადასტურა.
24 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსის პირველი შემთხვევები დააფიქსირეს ერაყში, ავღანეთში, ქუვეითში, ომანსა და ბაჰრეინში.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“