ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობით საქართველომ ჩინეთს გადაასწრო. 18 ნოემბრის მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 86 369-ია, ხოლო საქართველოში – 89 395. ამ სტატისტიკით საქართველო ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობით მსოფლიოში 62-ე ადგილზეა, ჩინეთი – 65-ზე.
ახალი კორონავირუსი გასულ წელს პირველად ჩინეთის ქალაქ ვუჰანში გავრცელდა. მას შემდეგ, ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 83 132 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა – 4 634. ჩინეთის მთავრობა ირწმუნება, რომ კარანტინის მკაცრი ზომების მეშვეობით მათ ვირუსის გავრცელების შეჩერება შეძლეს და უკანასკნელი თვეების განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევები საზღვარგარეთიდან იყო შეტანილი.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: