close
ბიზნესიეკონომიკა

„საქართველომ წელს ლურჯი მოცვის ექსპორტის ახალი რეკორდი მოხსნა“ – East Fruit

რუსული ანალიტიკური პლატფორმა East Fruit.ge, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ხილისა და ბოსტნეულის ბაზრების შესახებ ინფორმაციას აანალიზებს, საქართველოში წარმოებული ლურჯი მოცვის საექსპორტო შესაძლებლობებზე ვრცელ მასალას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ „საქართველოს შესაძლოა, უახლოეს წლებში ლურჯი მოცვის უმსხვილესი 25 ექსპორტიორი ქვეყნის სიაში შევიდეს, თუ ის კენკროვანის წარმოებას დღეს არსებული ტემპებით გააგრძელებს“.

EastFruit-ის ანალიტიკოსების წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის შედეგებით საქართველოს 630 ტონა ლურჯი მოცვის ექსპორტირება შეუძლია, რაც ექსპორტის ახალი რეკორდული მაჩვენებელი იქნება. მათივე მონაცემებით, 2019 წლის რეკორდი 185 ტონას შეადგენდა. „ამიტომ, თუ მონაცემების სწორად იქნება შეფასებული, ლურჯი მოცვის ექსპორტი ერთი სეზონის განმავლობაში 3.4-ჯერ გაიზრდება“, – წერენ EastFruit-ის ანალიტიკოსები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0