უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა არ გაუქმებულა.
პრემიერის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა ეტაპობრივად, ორშაბათიდან, 27 აპრილიდან დაიწყება.
ამასთან 22 მაისამდე გახანგრძლივდა საგანგებო მდგომარეობა.
ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა საქართველოს მთავრობამ 16 აპრილს მიიღო. 17 აპრილის 12 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება მხოლოდ სპეციალური საშვით არის დასაშვები.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“
გაზიარება: