close
არქეოლოგიაისტორია

საქართველოში, საწურბლიას მღვიმეში 25 000 წლის წინანდელი ადამიანის, მგლისა და ბიზონის გენომები აღმოაჩინეს

საწურბლიას მღვიმეში, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, აღმოჩენილი ნიმუშების შესწავლის შემდეგ გამოვლინდა 25 000 წლის წინ მცხოვრები ადამიანის, მგლისა და ბიზონის გენომები.
მღვიმის ფსკერზე ათასწლეულების განმავლობაში დალექილმა მასალამ ადამიანის უძველესი გენომი, ანუ ორგანიზმის უჯრედში შენახული გენეტიკური მასალა შემოინახა. მართალია, კვლევები ისევ აქტიურად გრძელდება, მაგრამ ანალიზის შედეგად გამოვლინდა ქალის კვალი, რომელიც 25 000 წლის წინ, ბოლო გამყინვარების პერიოდში ცხოვრობდა.
აღსანიშნავია, რომ საწურბლიას მღვიმეში გარდა ადამიანის, მგლისა და ბიზონის გენომებისა, აღმოაჩინეს ქვის იარაღებიც, რომლებიც ძვალზე მეტად გამძლეა და დამატებითი ინფორმაციის წყაროა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მღვიმეს დიდი ხნის განმავლობაში აქტიურად იყენებდნენ ადამიანები, მაგრამ ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ადამიანის გენომის მიღება გახდა შესაძლებელი.
კვლევას ვენის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდის მკვლევრი და არქეოლოგი უძღვება და მიუხედავად იმისა, რომ ნიმუშები ფრაგმენტულად არსებობდა, მათი ნაწილის გაერთიანება მოხერხდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა ინფორმაციის მისაღებად, რომ ის ადამიანის აქამდე უცნობი ჯგუფის წარმომადგენელი იყო, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ევროპისა და აზიის ამჟამინდელი მოსახლეობის ნაწილის გენომის განსაზღვრაში.
რაც შეეხება მგლის გენომს, აღმოჩნდა, რომ მგლის სახეობა მთლიანად შეიცვალა ბოლო გამყინვარების პერიოდში, დაახლოებით 11 000 წლის წინ. აქ აღმოჩენილი ბიზონის გენომით კი აღმოჩნდა, რომ ის დღევანდელი ევროპისა და აზიის ტერიტორიაზე მცხოვრები ბიზონების გენებს ემთხვევა, მაგრამ არა ამერიკის. გამოდის, რომ ეს გენომი ორ შტოდ გაყოფილა.

წყარო:cell.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0