რას იტყოდით თუ გაიგებდით, რომ ეკვადორში სახლი რძის ყუთებისგან ააშენეს? ადამიანები
ნაგავს ერიდებიან, მაგრამ ეს ხალხი აგროვებს რძის ყუთებს, ამუშავებენ, ასუფთავებენ,
აქუცმაცებენ, კუმშავენ რომ მიიღონ მასალა სახლის ასაშენებლად.
რძის ყუთებისგან მიღებული მასალით შეიძლება დამზადდეს ნამდვილი სკამი, ავეჯი, სახურავის
კრამიტი და აშენდეს ეკომეგობრული სახლი გაცილებით დაბალ ფასად. სახლის ასაშენებლად მათ
გამოიყენეს 1.2 მილიონი რძის ყუთი.
გარემოს დაბინძურება და დიდი რაოდენობით ნაგავი დღეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა, მაგრამ
ეფექტური მართვის მექანიზმის შემუშავება რთულია. ეს ადამიანები კი ეკვადორიდან
ყოველთვიურად 11 მილიონი რძის ყუთის გადამუშავებას ახერხებენ.
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”
გაზიარება: