close
ეს საინტერესოა

სიკეთე ინტელექტის ერთ-ერთი ნიშანია

თუ გგონიათ, რომ „კეთილი“ ავტომატურად ნიშნავს „გულუბრყვილოს“, ცდებით. სიკეთე ინტელექტის ერთ-ერთი ნიშანია, კეთილი ადამიანები კი ყველაზე ჭკვიანებს შორის არიან.

ნეიორბიოლოგი რიჩარდ დევისონი ამბობს, რომ „სიკეთე ჯანსაღი ტვინის საფუძველია“. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კეთილი ადამიანები ფიქრობენ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვებზეც. საბოლოო ჯამში, ინტელექტი ხომ ახალი ცოდნის და უნარების მიღების შესაძლებლობაა.

იყო ჭკვიანი – ეს არ ნიშნავს ბევრი ფაქტი იცოდე. ეს ნიშნავს ყოველდღიურ ცხოვრებაში შეგეძლოს იმის გამოყენება, რაც იცი.

ეგოიზმს, ბოღმის და ზიზღის გამოხატვას გარშემომყოფთა მიმართ, სულაც არ სჭირდება განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობები. ძალიან იოლია ყოველთვის ისე მიქცე, როგორც გინდა ისე, რომ არ იფიქრო შედეგებზე, განსაკუთრებით იმაზე, სხვებისთვის რა შედეგი შეიძლება მოიტანოს შენმა ქმედებამ.

კეთილი ადამიანები ძალიან ხშირად იმისათვის, რათა სწორად მოიქცნენ, პირად მსხვერპლს იღებენ. ისინი ხარჯავენ საკუთარ დროს, ფულს და რესურსებს იმისათვის, რომ სხვებს დაეხმარონ. მათ შეუძლიათ ფიქრი და იმის გაცნობიერება, რომ კეთილი საქმეები მთელ სამყაროს უკეთესს ხდის.

დევიდსონი ერთადერთი მეცნიერი არ არის, რომელიც ამაზე საუბრობს. არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კეთილი ადამიანები ეგოისტ, ბუზღუნა და ბოროტ ადამიანებზე ჭკვიანები არიან.

მაგალითად კანადაში ჩატარებულმა კვლევამ, რომლის თავდაპირველი მიზანიც იყო დადგინა, თუ როგორ უყალიბდებათ ადამიანებს პოლიტიკური შეხედულებები უჩვენა, რომ რასისტ ადამიანებს, რომლებსაც ცრურწმენების სჯეროდათ, გაცილებით დაბალი IQ აქვთ, ვიდრე დანარჩენებს, რომლებიც არ არიან რასისტები და ცვლილებებისთვისაც მუდამ მზად არიან.

სტივენ ჰოკინგს მიეწერება ცნობილი გამოთქმა „ინტელექტი, ეს არის ცვლილებებთან ადაპტირების უნარი“ – და მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოთქმა ჯერ კიდევ 1905 წლიდან არის ცნობილი, განსხვავებით მისი ნამდვილი ავტორისაგან, ის მაინც სრული სიმართლეა.

შიში იმის წინაშე, რაც უცნობია, ადამიანისათვის ძალიან ბუნებრივია. თუმცა მზაობა ცვლილბებისათვის და იმის გაცნობიერება, რომ სიახლეები სასიკეთოდ ცვლის სამყაროს, მხოლოდ ჭკვიან ადამიანებს ახასიათებთ. ისინი ყოველთვის ახერხებენ ახალ გარემოსთან ადაპტირებას.

სამართლიანობა მოითხოვს ისიც აღინიშნოს, რომ  კვლევაში მონაწილე ზოგიერთ ადამიანს, რომელიც მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა დადებითი პიროვნული თვისებებით, საშუალოზე მაღალი IQ ჰქონდა და პირიქით, ძალიან კეთილმა და მეგობრულმა ადამიანებმა საშუალო IQ დააფიქსირეს.

თუმცა მეცნიერები უკვე დიდი ხანია თანხმდებიან იმაზე, რომ IQ ჭეშმარიტი ინტელექტის ერთადერთი ნამდვილი საზომი არ არის. მათი აზრით, არსებობს ინტელექტის სამი ტიპი, მათ შორისაა სოციალური და ემოციური ინტელექტი.

ემპათია – სხვა ადამიანების გრძნობების გაგება და თანაგრძნობა ემოციური ინტელექტის მნიშვნელოვანი ნაწილია. სიკეთე, სხვა ადამიანების გრძნობების პატივისცემა და ცვლილებებთან ადაპტირება მაშინაც კი, როდესაც ისინი გვაშინებენ, ინტელექტის ნამდვილი მაჩვენებლებია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

გაზიარება:
fb-share-icon0