close
რობოტექნიკა

სინგაპურის სკვერში ძაღლი-რობოტი მოქალაქეების მიერ სოციალური დისტანცირების წესის დაცვას აკონტროლებს

სინგაპურის მთავრობამ ერთ-ერთ პარკში ძაღლი-რობოტი განათავსა, რომელიც მოქალაქეებს სოციალური დისტანცირების წესის დაცვისკენ მოუწოდებს.

„ძაღლი“ პარკში პატრულირებს და ვიზიტორებს წინასწარ-ჩაწერილ ხმოვან შეტყობინებას გადასცემს, სადაც ის მათ სოციალური დისტანცირების მნიშვნელობას ახსენებს.

რობოტი აღჭურვულია კამერებით, რითაც გარემოს სკანირებას ახორციელებს და ამ გზით შესაბამის სამსახურებს იმის დადგენაში ეხმარებიან, თუ რამდენი ადამიანია შეკრებილი პარკში.

სინგაპურის ხელისუფლებამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ კამერებით კონკრეტული ადამიანების თვალთვალი ან ამოცნობა შეუძლებელია და არც პერსონალური მონაცემების შეგროვება ხდება.

მათივე განმარტებით, ეს არის საპილოტე პროექტი, რომელიც სოციალური დისტანცირების წესების აღსრულების უზრუნველყოფის ფარგლებში ხორციელდება და იმ შემთხვევაში, თუკი წარმატებით დასრულდება, ძაღლი-რობოტები მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსდებიან.

ცნობისათვის, სინგაპური ერთ-ერთი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლაში მიღწეული წარმატების გამო დადებით შეფასებას იმსახურებდა, თუმცა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა დაიწყო და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თაახმად, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 17 მარტიდან დღემდე 266-დან 21 707-მდე გაიზარდა.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ  

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

გაზიარება:
fb-share-icon0